15 მარტი, შაბათი, 2025
15 მარტი, შაბათი, 2025

თენგიზ შარმანაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე: არავინ არაფერს არ ზღუდავს, აქ საუბარია იმაზე, რომ სტანდარტები დაცული, ინფორმაცია კი გადამოწმებული და სანდო იყოს

არავინ არაფერს ზღუდვას, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს სტანდარტები იყოს დაცული და ინფორმაცია გადამოწმებული და სანდო იყოს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც მედიარეგულაციას ეხება.

„იცით თქვენ რომ ბრიტანელები პიონერები არიან დემოკრატიის. მათ პირველად შემოიღეს ეს სტანდარტები მედიისთვის – როგორ უნდა გადამოწმდეს ინფორმაცია, როგორ უნდა იყოს ეს ინფორმაცია სანდო, ვის რა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები გააჩნია. არავინ არაფერს ზღუდვას, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს სტანდარტები იყოს დაცული და ინფორმაცია გადამოწმებული და სანდო იყოს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

 

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მომზადდება მედიის შესახებ კანონი. ის ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისი იქნება, რომლის თანახმად, დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები