აშშ-ის პრეზიდენტმაб დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ფინანსთა და ვაჭრობის დეპარტამენტებს ევალებათ სუვერენული კეთილდღეობის ფონდის შექმნა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ ფონდის მეშვეობით TikTok-ის შეძენა იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს და დაფინანსდება ფონდი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
ტრამპმა განაცხადა, რომ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს TikTok-ის შეძენასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, თებერვალში მიიღებს გადაწყვეტილებას პოპულარული აპლიკაციის მომავალთან დაკავშირებით.