4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

Bloomberg: ევროპაში პოლიტიკური ბალანსის ცვლილებამ შესაძლოა გააძლიეროს ვლადიმირ პუტინის პოზიციები უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებებში

ევროპაში პოლიტიკური ბალანსის ცვლილებამ შესაძლოა გააძლიეროს ვლადიმირ პუტინის პოზიციები უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებებში, – წერსსაინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის ერთიანი „ფრონტიდან“ დაშორებას იწყებენ.

გარდა ამისა, სლოვაკეთი, ავსტრია, ბულგარეთი და ხორვატია ეჭვის ქვეშ აყენებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტმა უკრაინას უწოდა „ფიქტიური სახელმწიფო“, რომელიც გაიყოფა, რადგან „ომი წაგებულია“.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპაში უთანხმოების გაზრდით მოსკოვმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ გაუძლებს დონალდ ტრამპის ზეწოლას, რომელიც რუსეთს სანქციების გაძლიერებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები არ შედგება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.