FBI-ს დირექტორობის კანდიდატი: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამართალდამცველის წინააღმდეგ ძალადობის აქტს ჩაიდენს, უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილმა კეშ პატელმა კონგრესის სენატში მოსმენის დროს განაცხადა, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა ვერასდროს იქნება მისაღები.

„სამართალდამცველების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა ვერასდროს იქნება მისაღები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამართალდამცველის წინააღმდეგ ძალადობის აქტს ჩაიდენს, უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული“, – თქვა პატელმა.

მან აგრეთვე დასძინა, რომ იგივე პოზიცია ჰქონდა, როცა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმი მოხდა, რა დროსაც იქ მობილიზებულ სამართალდამცველებზე თავდასხმა განხორციელდა.

„ჩემი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ მდგომარეობს ჩვენი კანონებისა და ცხოვრების წესის დაცვაში გამონაკლისის გარეშე“, – აღნიშნა პატელმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...