30 იანვარი, ხუთშაბათი, 2025
30 იანვარი, ხუთშაბათი, 2025

ტრამპმა არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც არასრულწლოვანებში ქიმიურ კასტრაციასა და სქესის შეცვლის მიზნით სხვა სამედიცინო მანიპულაციებს კრძალავს.

„დღეს მხვდა წილად ხელი მოვაწერო ბრძანებას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უდანაშაულო ბავშვების ქიმიურ კასტრაციას და სამედიცინო დასახიჩრებას კრძალავს. ჩვენი ქვეყანა აღარ დააფინანსებს, დაასპონსორებს, ხელს შეუწყობს ან მხარს დაუჭერს ე.წ. „გენდერის დამკვიდრების დახმარებას“, რომელმაც ბევრი ძვირფასი სიცოცხლე უკვე გაანადგურა“, – დაწერა ტრამპმა.

როგორც ამერიკის ლიდერმა განმარტა, მისი ბრძანება უკრძალავს სხვადასხვა სააგენტოს ფინანსური დახმარების გაწევას ისეთი დაწესებულებებისთვის, სადაც ხსენებულ სამედიცინო პროცედურებს ატარებენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები