30 იანვარი, ხუთშაბათი, 2025
30 იანვარი, ხუთშაბათი, 2025

The Guardian: ტრამპის ადმინისტრაციამ დახმარების გაყინვის შემდეგ USAID-ის 60-მდე თანამშრომელი შვებულებაში გაუშვა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 60-მდე მაღალი თანამდებობის პირი შვებულებაში გაუშვა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დახმარების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ შაბათს USAID-ის თანამშრომლებს მოუწოდა შეუერთდნენ პროცესს, რომელმაც საერთაშორისო დახმარების გაწევის წესი ტრამპის პოლიტიკას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ უნდა შეუსაბამოს. ადმინისტრაცია აგრეთვე ყველა იმ პირს, ვინც ტრამპის პოლიტიკას არ გაიზიარებს, დისციპლინარული სანქციებით დაემუქრა.

უწყებრივ ბარათში, რომელიც ორშაბათს საღამოს USAID-ის თანამშრომლებს დაეგზავნა, ნათქვამია, რომ ორგანიზაციის ახალმა ხელმძღვანელობამ სააგენტოში რიგი მოქმედებები გამოავლინა, რომელიც, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ბრძანებულებების არშესრულებას და ამერიკელი ხახლის დაკვეთის გვერდის ავლას ემსახურებოდა.

„ამის შედეგად ჩვენ USAID-ის რიგი თანამშრომლები სრული ხელფასისა და შეღავათების შენარჩუნებით ადმინისტრაციულ შვებულებაში გავუშვით, სანამ არ დავასრულებთ ამ მოქმედებების ანალიზს“, – ციტირებს გამოცემა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებელს ჯეისონ გრეის.

წერილში არ კონკრეტდება, თუ რამდენი თანამშრომელი გაუშვეს შვებულებაში, თუმცა ხუთმა წყარომ The Guardian-ს აცნობა, რომ საუბარია 57-60 ადამიანზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები