ბელარუსში გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ალექსანდრე ლუკაშენკო ლიდერობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ასევე რეგიონული და მინსკის საქალაქო კომისიების წინასწარი მონაცემებით, ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 86-მა მთელმა 82-მა მეასედმა %-მა მისცა ხმა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ოლეგ გაიდუკევიჩმა ხმების 2 მთელი 2 მეასედი %-ი მიიღო, ანა კანოპაცკაიამ – 1 მთელი 86 მეასედი %-ი, სერგეი სირანკოვმა – კი 1 მთელი 74 მეასედი %-ი მიიღეს.
ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 3 – მა მთელმა 6 მა მეათედმა %-მა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 85 მთელი 7 მეათედი %-ი შეადგინა. არჩევნების შედეგებს გამოცხადებამდე, გამოეხმაურა ალექსანდრე ლუკაშენკო.
„აღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ევროკავშირში, ეს გემოვნების საკითხია. ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებთ თუ არა ჩვენს არჩევნებს. მთავარია, არჩევნები ბელარუსმა ხალხმა აღიაროს და ისევე მშვიდობიანად დამთავრდეს, როგორც დაიწყო. ეს არის მთავარი და მერე თქვენი საქმეა. თუ აღიარებთ, გამოგეხმაურებით და მადლობას მოგახსენებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.