დონალდ ტრამპი: უახლოეს დღეებში ვიმუშავებთ კონგრესთან, რათა შევიმუშაოთ კანონპროექტი, რომელიც მომსახურების სფეროში დასაქმებულთათვის, მცირე ბიზნესისთვის გადასახადებს შეამცირებს

დონალდ ტრამპმა ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს საგადასახადო საკომისიოებისგან გათავისუფლების შესახებ აცნობა. ამის შესახებ შტატების 47-ე პრეზიდენტმა ლას-ვეგასში, მომსახურების სფეროში მომუშავეებთან შეხვედრისას განაცხადა.

ამავე შეხვედრაზე ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებაც ისაუბრა.

„უახლოეს დღეებში ვიმუშავებთ კონგრესთან რათა შევიმუშაოთ კანონპროექტი, რომელიც მომსახურების სფეროში დასაქმებულთათვის, ოჯახებისთვის, მცირე ბიზნესისთვის გადასახადებს შეამცირებს.

ჩვენ დავტოვეთ ჯანმო, რომელსაც წელიწადში 500 მლნ დოლარს ვუხდიდით, მაშინ როცა ჩინეთი, რომლის მოსახლეობაც გაცილებით მეტია, 39 მილიონს იხდიდა. ჯანმომ შემოგვთავაზა გადასახადის შემცირება, ამ შემთხვევაში შეიძლება დაფიქრება და რამის შეცვლა“, – განაცხადა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...