რობერტ ფიცოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სლოვაკეთში გამართული აქციის მხარდამჭერი პოსტის გამოქვეყნება სლოვაკეთის შიდა საქმეებში „არაადეკვატური ჩარევაა“

რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ზელენსკიმ სლოვაკეთში გამართულ ანტისახელისუფლებო აქციას მხარი დაუჭირა. ფიცომ ზელენსკის გამოხმაურებას ქვეყნის შიდა საქმეებში „არაადეკვატური ჩარევა” უწოდა.

„მასობრივ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან. არ მესმის, რატომ უნდა გააკრიტიკონ უკრაინელებმა სლოვაკეთის მთავრობა. აქ არის ტყუილი ამბავი, რომ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ხალხი ქუჩაში რათა თავიდან ავიცილოთ სლოვაკეთის ევროკავშირიდან გასვლა. ნებისმიერმა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ მთავრობას არასოდეს გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა ფიცომ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...