თურქეთში, ქალაქ კონიაში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ადგილზე 200-მდე მაშველი მუშაობს, მათ ორი ადამიანის ცხედრის ამოყვანა შეძლეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
15-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა კიდევ სამი ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას თქმით, შეტყობინება შესაბამისმა სამსახურებმა 20:05 წუთზე მიიღეს, ზუსტად ათ წუთში მაშველები უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ.
მაშველებს შესაბამისი ძალები მეზობელი ანკარადან, ესქიშეჰირიდან, ანტალიიდან და მერსინიდან ეხმარებიან.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.









