„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი ქალი ჯარისკაცი – კარინა არიევი, ნაამა ლევი, დანიელა გილბოა და ლირი ალბაგი გაათავისუფლა.

მძევლები „წითელმა ჯვარმა“ ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა.

სანაცვლოდ, ისრაელი 200 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ გასულ კვირას სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...