მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების დინამიკაზე, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებისა და პოლიტიკურ დიალოგის მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ მიღწევებს.

აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. სლოვაკურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ კვლავაც განაგრძობს საქართველოს თანადგომას ამ კუთხით.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას...

სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს....