კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მის კომპანიაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ კონტენტი წაეშალა.
„ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც ისინი ცდილობდნენ [კოვიდ] ვაქცინის პროგრამის გაშვებას, ისინი ასევე ცდილობდნენ ცენზურა დაეწესებინათ ნებისმიერზე, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიოდა“, – აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.
„ისინი ძალიან გვაიძულებდნენ წაგვეშალა ის, რაც იყო სიმართლე. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ „ყველაფერი, რაც შეიცავს გზავნილს იმის შესახებ, რომ ვაქცინებს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, უნდა წაშალოთ“, – აღნიშნა მან.
მარკ ცუკერბერგის თქმით, აშშ-ის მთავრობამ არ გააკეთა საკმარისი ტექნოლოგიური ინდუსტრიის დასაცავად, რის გამოც ძალიან დიდი ძალაუფლება საზღვარგარეთ მარეგულირებლების ხელში აღმოჩნდა.

![სოზარ სუბარი: როგორ დარეგულირდება უმაღლეს სასწავლებლებში კვოტების საკითხი, იმ წელს, როცა სკოლის დამთავრება მოუწევს ორ დამამთავრებელ [მე-11 და მე-12] კლასს](https://mkhare.ge/wp-content/uploads/2026/02/received_1564701001246503-100x70.jpeg)






