5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025
5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025

“ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს” – რას წერს Financial Times

ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აა­ნა­ლი­ზე­ბენ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ასო­ბით აღ­მას­რუ­ლე­ბელ ბრძა­ნე­ბას და და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს მზარ­დი შეშ­ფო­თე­ბის ფონ­ზე, რომ დო­ნალდ ტრამ­პი გა­ა­უქ­მებს მათ, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად შე­ა­ფერ­ხებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ვაჭ­რო­ბას, – ამის შე­სა­ხებ Financial Times-ის სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრი­უ­სე­ლი წუხს, რომ ტრამპმა შე­საძ­ლოა, წი­ნა­მორ­ბე­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ა­უქ­მოს, რომ ისი­ნი ბა­ი­დენ­მა მი­ი­ღო და ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებ­ზე ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯე­ბის გავ­ლე­ნა არ გა­ნი­ხი­ლოს.

„ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე დიდი შეშ­ფო­თე­ბა არის ის, რომ ტრამპმა, შე­საძ­ლოა, გა­ა­უქ­მოს ბა­ი­დე­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სეთს, უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გამო, სან­ქცი­ებს უწე­სებს. ბლო­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ტრამ­პი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ამ სან­ქცი­ებს, რათა გა­მო­ი­ყე­ნოს რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი ბერ­კე­ტი მოს­კოვ­თან ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­საძ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში“, – წერს Financial Times-ი.

გა­მო­ცე­მა იხ­სე­ნებს, რომ გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულს ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სი­ამ შექ­მნა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­გან შემ­დგა­რი შიდა გუნ­დი, რათა შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის მე­ო­რე ვა­დის პო­ტენ­ცი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის სტრა­ტე­გია და ის, თუ რო­გორ შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ ან რე­ა­გი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ მათ­ზე.

კო­მი­სია ძი­რი­თა­დად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა პო­ტენ­ცი­უ­რი სა­ვაჭ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბი, აშშ-ის მხარ­და­ჭე­რის შემ­ცი­რე­ბა უკ­რა­ი­ნი­სად­მი და ვა­შინგტო­ნის პო­ზი­ცი­ის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბა ევ­რო­პის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მართ.

„აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი გა­ცე­მუ­ლია მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტე­ბის მიერ და შე­იძ­ლე­ბა გა­უქ­მდეს ნე­ბის­მი­ერ დროს. ტი­პი­უ­რია ის, რომ ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­ნი­ხი­ლოს არ­სე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი“, – წერს Financial Times-ი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები