საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი META-ს გადაწყვეტილებას ეხმიანება, გააუქმოს „fact-checking“-ის პროგრამა, რადგან ცუკერბერგი პირობას დებს, რომ აღადგენს თავისუფალ გამოხატვას Facebook-ზე და Instagram-ზე.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც „ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“.
მისივე თქმით, ამ აღიარებით, ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა სქემით აქციეს რადიკალურმა ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა და დამფინანსებლებმა ფეისბუკი საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად.
„წლებია ფეისბუკის მთავარი ცენზორები ნაცმოძრაობის ხელისუფლების თანაშემოქმედები და შემდეგ ენჯეო-სექტორში შეფარებული პროპაგანდისტები სერგი კაპანაძე (FactCheck) და თამარ კინწურაშვილი (MythDetector) არიან.
დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც „ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“. აღმოჩნდა, რომ ამ ენჯეობში უცხო ხელისუფლებების მიერ ჩასხმული მილიონები, რომელსაც ასე ღიად გვამადლიან, საბჭოთა სტილის პარტიულ ცენზურაში დახარჯული ფული იყო და ფეისბუკი ამ მანკიერ სისტემას აუქმებს.
ამ აღიარებით, ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა სქემით აქციეს რადიკალურმა ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა და დამფინანსებლებმა ფეისბუკი საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.