1 იანვარი, ოთხშაბათი, 2025
1 იანვარი, ოთხშაბათი, 2025

ირაკლი კობახიძე: მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ახალი თავია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში, ვუსურვებ მას წარმატებას საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-6 პრეზიდენტის – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ “X”-ში ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში.

„ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მე-6 პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები