შალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის მიერ სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაზე: სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედებაა – ტრამპს თუ ვინმეს მოწვევა სურს, მგონი მას არ მოერიდებოდა

ჩემი აზრით, სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედება არის, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ სალომე ზურაბიშვილის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა.

„ჩემი აზრით, სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედება არის. ამიტომ, იმედი მაქვს, ეს უცნაურობებიც წარსულს დარჩება. მგონი, ეს ინაუგურაცია იცით ვისი ინაუგურაციაც არის და ტრამპს თუ ვინმეს მოწვევა სურს, მგონი მას არ მოერიდებოდა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და...

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ანა წითლიძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებს. ჩიხელიძის შეფასებით,...