საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ძალიან კარგად იცის, რომ 2022 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისედაც იმყოფებოდა დე ფაქტო სანქციების ქვეშ, ეს მისთვის, ჩვენი გუნდისთვის და საზოგადოებისთვის არახალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მან უსამართლო და პარადოქსული უწოდა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ივანიშვილის დასანქცირებისთვის მადლობა ზელენკიმ მოუხადა აშშ-ის ამჟამინდელ ადმინიატრაციას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რამდენად დიდი საფრთხე ააცილა მმართველმა გუნდმა და მისმა ლიდერებმა საქართველოს.
“თვითონ თემა რაოდენ უსამართლოა, რაოდენ პარადოქსულია, საზოგადოებისთვის მიმინდვია ამის განსჯა.
უბრალოდ სასაცილოა, რომ აშშ-დან ბაიდანის წარმავალი ადმინისტრაცია, სხვა ბევრ მავნებლურ საქმესთან ერთად მსოფლიოსთან მიმართებით, ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს და იძახის, რომ რუსული საქმის კეთების გამო. იმდენად უტიფრები არიან, იმდენად არაობიექტურად, ორმაგი და სამმაგი სტანდარტით არის ეს განცხადება გაკეთებული და იმდენად ლობიზმის სულისკვეთებით არის გაკეთებული, როგორც ბევრი სხვა განცხადება თუ ანგარიში, ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა რუსული საქმე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. უბრალოდ სასაცილოა, ტრაგიკომედიაა. არა უშავს, ეს არის წარმავალი ადმინისტრაცია.
ვიმ აკეთებს კომენტარს, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომელ ოპოზიხიაზეა საუბარი? ზელენსკი იხდის მადლობას ბატონი ბიძინას დასანქცირებისთვის. მადლობას უხდის ბაიდენის ადმინისტრაციას. ამ ყველაფრის შემდეგ, მაქსიმალურად ვიკავებდით თავს ამ ომში მყოფ ქვეყანაზე კომენტირებისგან, ამ მადლობის შემდეგ, თუ ვინმეს კიდევ ეჭვი უჩნდება, იმაზე რაზეც ჩვენ 2022 წლიდან ვსაუბრობდით და რისკენაც ჩვენს ქვეყანას უბიძგებდნენ მთელი ეს ლობოსტთა ჯგუფი ევროკავშირში, ამერიკაში თუ აქ – ეს ჯაშუშები ქვეყნის შიგნით რომელიც მათ დაქვემდებარებაში მუშაობენ, დაწარმოდგენა არ მაქვს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის კიდევ თუ შეიძლება რაიმე კითხვები გაჩნდეს და კიდევ თუ შეიძლება ვინმეს რაიმე კონსპირაციის თეორია ეგონოს, ის თუ რეალურად რას გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა, სად და რა გზაზე გავიარეთ და რა გზაზე ვდგავართ. რაც შეეხება ზელენსკის თემას, ადამიანი, რომელიც მართავს მიწასთან გასწორებულ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს მილიონობით დევნილი და ასიათასობით დაღუპული, ნობელის პრემიაზე წარადგინეს და ადამიანი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქართული და ეროვნული საქმე უკეთებია, ამ ადამიანს სანქციებს უწესებენ. დანარჩენის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია.” – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.