28 დეკემბერი, შაბათი, 2024
28 დეკემბერი, შაბათი, 2024

ირაკლი კობახიძე: დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ჯილდო ამ ქვეყნის გადარჩენისთვის

ჩვენთვის ერთადერთი, რაც არის საინტერესო, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ასე ვმოქმედებდით 3 წლის განმავლობაში და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ საქართველო დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში 2-ჯერ შეცვალეს გარედან ხელისუფლება.

„იმ ძალებს, რომლებმაც ეს გააკეთეს, არ აუღიათ პასუხისმგებლობა უკრაინის ბედზე და პირიქით, ამ წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, 10 წლის განმავლობაში, 2013 წლიდან მოყოლებული, უკრაინა განადგურებისთვის გაწირეს. ეს არის რეალური მოცემულობა. საქართველომ თავი გადაირჩინა. დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც გამოცხადებული იქნა, არის ბიძინა ივანიშვილის ჯილდო და საქართველოს ჯილდო ამ ქვეყნის გადარჩენისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე, რომელშიც ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, აკონტროლებს თუ არა იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50 თუ მეტ პროცენტს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები