წალენჯიხის საკრებულოში 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბიუჯეტი 17 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა.
ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს წევრებს წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა წარუდგინა. ვანო ბურდულის განცხადებით, მთავარ პრიორიტეტად რჩება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლება, კულტურა და სპორტი.
ბიუჯეტის დამტკიცებას, ფრაქცია „ახლის“ გარდა, ყველა პარტიამ დაუჭირა მხარი.