27 დეკემბერი, პარასკევი, 2024
27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრაილერის მძღოლი, ბრალდებული ელგუჯა ცომაია დაიკითხა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრაილერის მძღოლი, ბრალდებული ელგუჯა ცომაია დაიკითხა.

ცომაიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოყვანა მას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, უკრაინაში მყოფმა გია ლორთქიფანიძემ სთხოვა.

ამის შემდეგ მან ტრაილერი რძის ნაწარმით დატვირთა და მიხეილ სააკაშვილიც აღნიშნული მანქანით წამოიყვანა. მან ასევე განმარტა, რომ სააკაშვილს საქართველოში უნდა დახვედროდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები