თბილისში „საახალწლო სოფელი“ დღეს გაიხსნება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „საახალწლო სოფელში“ სტუმრებს მისვლა 7 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.
საახალწლო სივრცეები ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განთავსებული. დაგეგმილია წარმოდგენა-პერფორმანსები, კულტურული, სპორტული, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობები, ასევე სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები, ზღაპრის გმირების მსვლელობა.
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის საშობაო ბაზარი, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.