პრემიერი: ჩვენი ამბიციური საბოლოო მიზანია 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, ეს არის ნდობა, რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შესრულდეს

ჩვენი ამბიციური საბოლოო მიზანია 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგური „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა კეთილდღეობის შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს სწორედ 2030 წლისთვის.

„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის წინაშე და არა მარტო, საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს არის ნდობა, რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შესრულდეს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ ყველას, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. მინდა წარმატებები გისურვოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან,...

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე მედიასთან საუბრობს. დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არასოდეს შეიცვლება,...