ნინო წილოსანი: ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისგან და ბოროტისგან და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, პროტესტის მონაწილე რადიკალების მიერ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განსხვავებული აზრის მქონე დედაზე თავდასხმას ეხმიანება და ფაქტის ამსახველ ნახატს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, სწორედ ასეთია ქართველი ჭეშმარიტი დედის ფენომენი, რომელიც ინციდენტის მონაწილე დედის მსგავსად, შვილს ცუდისგან იცავს და მას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ იყენებს.

„ამ დღეების მანძილზე ვერ მოვახერხე ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა ქართველი დედის ჭეშმარიტ ფენომენზე

ეს ნახატი ყველაზე კარგად აღწერს რისი დაწერაც მინდოდა ..

ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისგან და ბოროტისგან.. და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!” – წერს ნინო წილოსანი.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა,...

გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა, რომ „36 წლის მერე იქ მივდივართ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ“. როგორც გამსახურდია წერს,...