ზურაბ ქადაგიძე რადიკალებზე: როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ – დაღუპული ადამიანის შვილი, ვინც უშუალოდაა ჩართული პროტესტში, ღიად მოუწოდებს ამ ადამიანად წოდებულებს, რომ ყველაფრის კადრება არ შეიძლება!

რა ნაძირალობაა, უბედურებით მანიპულაცია. როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ავტოავარიის შედეგად ქალის გარდაცვალებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციას.

მისი განცხადებით, თავად გარდაცვლილის შვილიც კი, რომელიც საპროტესტო აქციების უშუალო მონაწილეა, ოპოზიციონერებს მოუწოდებს, რომ ყველაფერი არ იკადრონ.

“რა ნაძირალობაა, უბედურებით მანიპულაცია.
როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ.
ფაშისტები ხართ, ჩვეულებრივი “ჰიტლერები”.
წარმოიდგინეთ, დაღუპული ადამიანის შვილი, ვინც უშუალოდაა ჩართული პროტესტში, ღიად მოუწოდებს ამ ადამიანად წოდებულებს, რომ ყველაფრის კადრება არ შეიძლება!
აი, ეს არის დღევანდელი ოპოზიციის სახე!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ...

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე...