გერმანელი ევროპარლამენტარი: გლობალისტებს შორის პანიკა იწყება. საქართველოში ისინი აწყობენ მეორე მაიდანს, რადგან იქ აირჩიეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ტრადიციებს, ქრისტიანულ ღირებულებებსა და სუვერენიტეტს იცავს

გლობალისტებს შორის პანიკა იწყება. საქართველოში ისინი აწყობენ მეორე მაიდანს, რადგან იქ აირჩიეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ტრადიციებს, ქრისტიანულ ღირებულებებსა და სუვერენიტეტს იცავს, – წერს გერმანელი ევროპარლამენტარი, ტომაშ ფროელიხი სოციალურ ქსელში.

„გლობალისტებს შორის პანიკა იწყება. საქართველოში ისინი აწყობენ მეორე მაიდანს, რადგან იქ აირჩიეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ტრადიციებს, ქრისტიანულ ღირებულებებსა და სუვერენიტეტს იცავს. გლობალისტებს სურთ, თავისუფალი საქართველო მეორე უკრაინად აქციონ.

იქნება ეს რუმინეთი, საქართველო თუ ევროკავშირი: ამ დღეებში ჩვენ განვიცდით ტოტალური დემოკრატიის სიმულაციას! დემოკრატიული ფასადის მოწყობის მცდელობაც კი აღარ არის უკვე. ნიღბები მოხსნილია.

ვინც არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს (როგორც საქართველოში) ან აუქმებს არჩევნებს (როგორც რუმინეთში) დემოკრატიას კი არ იცავს, არამედ აუქმებს მას. დემოკრატიის სიმულაცია. სწორედ ეს ხდება ახლა“, – წერს ევროპარლამენტარი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ევროპარლამენტარი ირმჰილდ ბოსდორფი ევროკომისიის სკანდალზე: ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა,...

ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ირმჰილდ ბოსდორფმა. მან ასე შეაფასა საერთაშორისო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ...