სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: მოემზადონ შემდეგი არჩევნებისთვის, თუ არადა გაქრებიან პოლიტიკური ველიდან და ეს იქნება გაცილებით უკეთესი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რადგან აგენტურის ადგილი ნამდვილად არ არის პოლიტიკაში

მოემზადონ შემდეგი არჩევნებისთვის, თუ უნდათ პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელონ, თუ არადა გაქრებიან პოლიტიკური ველიდან და ეს იქნება გაცილებით უკეთესი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რადგან აგენტურის ადგილი ნამდვილად არ არის პოლიტიკაში, – განაცხადა „ქრონიკასთან“ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ოპოზიციის მისამართით.

„ოპოზიცია თავიდანვე იყო დარწმუნებული, რომ არჩევნებს ვერ იგებდნენ და გათვლა ჰქონდათ, რომ არჩევნების შემდეგ უნდა მომხდარიყო სიტუაციის დაძაბვა, თუმცა, მათ მიიღეს გაცილებით ნაკლები ხმა, ვიდრე ისინი ელოდნენ. ეს იყო მათი პირველი სასოწარკვეთა. მეორე სასოწარკვეთა იყო, როდესაც მათ ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს არჩევნების შემდგომ. პრემიერის განცხადების შემდეგ ჩათვალეს, რომ ახლა დადგა მათთვის სასურველი მომენტი, თუმცა ერთკვირიანი კანონდარღვევის შემდეგ აქაც ნახეს, რომ მარცხი განიცადეს. ახლა მოუწევთ შეგუება რეალობასთან.

მოემზადონ შემდეგი არჩევნებისთვის, თუ უნდათ პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელონ, თუ არადა გაქრებიან პოლიტიკური ველიდან და ეს იქნება გაცილებით უკეთესი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რადგან აგენტურის ადგილი ნამდვილად არ არის პოლიტიკაში. მათ ადგილს დაიკავებენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები“, – აღნიშნა სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპელი პოლიტიკოსების მიერ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს. მისი თქმით, ევროპასა და...