5 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024
5 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

ირაკლი კობახიძე – პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა – ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა

პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმადებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა, ყველა მათშემოთავაზებას დავთანხმდით, დავთანხმდითფორმატს ორი ორზე, დავთანხმდით ასევედისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლისსივრცეში, მაგრამ როცა არაფერი დარჩათ, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომწინასწარ ჰქონდათ განზრახული არმოსვლა ამსაჯარო დისკუსიაზე, – ამის შესახებ საქართველოსპრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულპრესკონფერანციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს საჯარო დისკუსიამთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგასრადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა.

დღეს დაგეგმილი იყო დებატები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. საჯაროდისკუსია, მიმდინარე მოვლენებთანდაკავშირებით, ჩვენს გადაწყვეტილებასთანდაკავშირებით, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, როგორც პაპუნა ჯანელიძემ, ასევე თინახიდაშელმა უარი თქვეს საჯარო დისკუსიაშიმონაწილეობაზე. ეს ორი ადამიანი გახლავთსაშუალო არითმეტიკული ნაციონალი, შესაბამისად, მათთან ჩვენი დისკუსიასაზოგადოებას მისცემდა განზოგადებისსაშუალებას და სიმართლის დადგენისშესაძლებლობას.

მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავსერთადერთ რამესსიმართლე არის ჩვენს მხარესდა მათ ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის, სწორედ ამის გამო. რადიკალური ოპოზიციამთლიანად, ზუსტად იცის, რომ რეალურადარაფერი აქვთ სათქმელი არაფერთანდაკავშირებით, მათ შორის არც ჩვენსგადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

თქვენ ხედავდით, რომ ამ ორ ადამიანზე იყოლიბერალურფაშისტური ბულინგი, თუმცა, მემგონია, რომ ეს ბულინგიც იყო აშკარადდალაგებული. ისინიც, აშკარად თავს იკავებდნენსაჯარო დისკუსიისგან. მათ რეალურადდისკუსიაზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა. ჯერ უარი თქვესჩვენს მიერ შეთავაზებულ ფორმატზე, ჩვენშევთავაზეთ 12 კაცამდე ფორმატში დისკუსიისგამართვა, შემდეგ მათ უარი თქვეს მთავრობისადმინისტრაციაში მოსვლაზე, მუდმივად ეძებდნენსაბაბს იმისათვის, რომ არ მიეღოთ მონაწილეობაამ დისკუსიაში. ბოლოს არაფერი დავუტოვეთ, ყველა მათ შემოთავაზებას დავთანხმდით,დავთანხმდით ფორმატს ორი ორზე, დავთანხმდით ასევე დისკუსიას საზოგადოებრივიმაუწყებლის სივრცეში, მაგრამ როცა არაფერიდარჩათ, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინასწარ ჰქონდათ განზრახული არმოსვლაამ საჯარო დისკუსიაზე. ეს საჯარო დისკუსიამთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგასკოლექტიურინაცმოძრაობის“, რადიკალურიოპოზიციის პროპაგანდა“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები