5 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024
5 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

ბოჟო კოვაჩევიჩი: დასავლეთმა საქართველოს მთავრობა დილემის წინაშე დააყენა – ან სანქციების დაწესება, ან დამხობის წინაშე აღმოჩნდება, ეს არის მესიჯი, რომელსაც დასავლეთი საქართველოს უგზავნის

ხორვატი საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ბოჟო კოვაჩევიჩი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები უკრაინის სცენარს აგონებს.

როგორც ბოჟო კოვაჩევიჩი აღნიშნავს, ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები ორი კანონის მიღების შემდეგ შეაჩერა, რომლებიც დასავლეთს არ მოეწონა და ამასთანავე, ევროკავშირი და ამერიკა უკმაყოფილო დარჩნენ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებით.

კოვაჩევიჩის თქმით, ეუთოს დასკვნაში არ არის ნათქვამი, რომ არჩევნები დარღვევით ჩატარდა, ხოლო შედეგებით კოლექტიური დასავლეთის უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ ისინი არჩევნებში ისეთი ძალის გამარჯვებას ელოდებოდნენ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს უჭერს მხარს. მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი კოლექტიური დასავლეთის ხელში ინსტრუმენტი გახდა იმისთვის, რომ არჩეული მთავრობა ჩამოაგდოს. ხორვატი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც ახლა საქართველოში ხდება 2013-2014 წლებში კიევში განვითარებული მოვლენების იდენტურია.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტი აღნიშნავს, რომ დემონსტრაცია პარლამენტთან არათუ მშვიდობიანი არ არის, არამედ პირიქით.

„ვხედავთ, რომ დასავლეთი უარყოფითად აფასებს ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებას, მაგრამ არაფერი აქვს საწინააღმდეგო დემონსტრანტების მხრიდან ძალადობაზე. ეს იგივეა, რაც უკრაინაში ხდებოდა“, – აცხადებს ხორვატი ექსპერტი.

ბოჟო კოვაჩევიჩის თქმით, დასავლეთი საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს და სწორედ ამიტომ უნდა მისდამი ლოიალური ოპოზიციის მოყვანა ხელისუფლებაში.

„ანუ, დასავლეთი ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას და ეუბნება – ან სანქციები და ხარ ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ, ან შეგცვლი. მაშინ, როდესაც თვითონ ევროკავშირი ვერ ბედავს, პირდაპირ დაუპირისპირდეს რუსეთს, უნდა, რომ 3.5-მილიონიანი ერი დაუპირისპირდეს მას. სააკაშვილის გათავისუფლებას იმიტომ ითხოვენ, რომ ის მათი ფიგურაა. იმის ნაცვლად, რომ გაეანალიზებინა საქართველოს დასახმარებლად უკრაინის მსგავსი სცენარის თავიდან აცილება, დასავლეთმა საქართველოს მთავრობა დილემის წინაშე დააყენა: ან სანქციების დაწესება, ან დამხობის წინაშე აღმოჩნდება. ეს არის მესიჯი, რომელსაც დასავლეთი უგზავნის საქართველოს“, – აცხადებს ბოჟო კოვაჩევიჩი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები