4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024
4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

არჩილ გორდულაძე: ქალბატონ სალომეს წარმოუდგენია, რომ ნარკოტიკებია საჭირო სამშობლოს სიყვარულისთვის

ქალბატონ სალომეს წარმოუდგენია, რომ ნარკოტიკებია საჭირო სამშობლოს სიყვარულისთვის, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

„ალბათ აქვს [სალომე ზურაბიშვილს] გარკვეული გამოცდილება თავისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე და ახლა შეუძლია, რომ ასე ადამიანის შეხედვით და მოძრაობით ამოიცნოს რომელი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არის. რა უნდა ვთქვათ სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ კვლავ არსებობს ისეთი ფონდები, რომლებმაც კანონდარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ჯარიმები გადაგიხადოთ. რა ფასი აქვს ამ ქალბატონის განცხადებას, რომელიც ცდილობს, რომ ბავშვები გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის?! მისი თითოეული განცხადება მიმართულია არა საქართველოს მოქალაქეებისკენ, არამედ უცხოელი პატრონების მიმართ – ნახეთ, რა კარგად ვასრულებ თქვენს დავალებებსო. ვერ ასრულებს ეს ადამიანი დავალებებს, რადგან ქართველი ხალხის წინააღმდეგ დავალებების შესრულება არავის გასვლია.

ჯერ კიდევ კონსტიტუციით ქვეყნის მთავარსარდალია და პოლიციელებს აბრალებს, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არიან, აბა სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას, რომ ეს ადამიანები ხუთი დღის განმავლობაში უკან არ იხევენო. იცით რატომ არ იხევენ ეს ადამიანები? ქალბატონი სალომესთვის წარმოუდგენელია, რომ ასე ქვეყანა და სამშობლო, შენი გვერდზე მდგომი მეგობარი გიყვარდეს, რომელსაც ასე ცდილობენ რომ დაწვან. ქალბატონ სალომეს წარმოუდგენია, რომ ნარკოტიკებია საჭირო სამშობლოს სიყვარულისთვის“, – აღნიშნა გორდულაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საზოგადოებრივ რადიოსთან თქვა, რომ სპეცდანიშნულების თანამშრომლები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები