4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024
4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ნინო წილოსანი: რამდენად უღირსია თავად ეს პროცესი, როდესაც ბავშვების ჩართულობას მოითხოვ და ითხოვ, აპირისპირებ ერთმანეთს და არღვევ ყველანაირ უფლებას

რამდენად უღირსია თავად ეს პროცესი, როდესაც ბავშვების ჩართულობას მოითხოვ და ითხოვ, აპირისპირებ ერთმანეთს, არღვევ ყველანაირ უფლებას, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

„მონაწილეობას აღებინებ იმ ძალადობრივ პროცესებში, რომელიც ჩვენი თვალით ვნახეთ და ამ ბავშვებს იყენებ ბრმა იარაღად ეს არის წარმოუდგენელი უმსგავსობა, წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობა და ამ იდეის ქვეშ დაცული ევროპაც მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არავის არ სჭირდება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს აქტივისტი, რომელიც ერთ-ერთი სკოლაშია შესული და არასრულწლოვანებს მოუწოდებს, გავიდნენ გარეთ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები