პრიორიტეტული მიმართულებაა გადატვირთვის პოლიტიკა, მათ შორის ევროინტეგრაციისა და აშშ-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ აქაც ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, თუ ევროპელი პარტნიორები რეალურად არიან დაინტერესებულები საქართველოს ევროიტეგრაციის საკითხით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გახსნან.
„ისინი ვინც ცდილობენ, რომ დღეს არეულობით რამეს მიაღწიონ ჩვენს ქვეყანაში, ასევე ებრძვიან განვითარების იმ გეგმას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა და რომლის ვალდებულება „ქართული ოცნების ხელისუფლებამ აიღო. საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის ჩვენი არჩევანი, ვინაიდან შანტაჟი არ არის ევროპული ღირებულება და საქმე – ეს არის ევროპული პრინციპი. თუ ისინი მართლაც დაინტერესებულები არიან ამ საკითხით, გაიხსნას დღესვე მოლაპარაკების კარი და რა თქმა უნდა ჩვენ ამას ღირსებით მოვაწერთ ხელს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა