ირაკლი ზარქუა: 4 უსამშობლო პარტია ცდილობს, აქ მოგვიწყოს „ნაცმაედანი“. ამასთან დაკავშირებით, იცით, მაკკეინის ინსტიტუტს წინასაარჩევნოდ ჰქონდა გამოქვეყნებული – ზუსტად იმ სცენარით მიდიან

4 უსამშობლო პარტია ცდილობს, აქ მოგვიწყოს „ნაცმაედანი“. ამასთან დაკავშირებით, იცით, მაკკეინის ინსტიტუტს წინასაარჩევნოდ ჰქონდა გამოქვეყნებული – ზუსტად იმ სცენარით მიდიან, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.

„ეს არის 4 უსამშობლო პარტია, რომელიც ცდილობს, აქ მოგვიწყოს „ნაცმაედანი“. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, მაკკეინის ინსტიტუტს წინასაარჩევნოდ ჰქონდა გამოქვეყნებული – ზუსტად იმ სცენარით მიდიან. ისინი ანგარიშვალდებული არიან მათ წინაშე, ვინც ჩართული არიან, აქ ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ. ამასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა ჩვენმა პრემიერმა, რომ აქ აქვთ ბოლო გაფართხალება – როგორმე ქაოსში შეიყვანონ ეს ქვეყანა“, – აღნიშნა ზარქუამ.

მაკკეინის ინსტიტუტმა 2024 წლის სექტემბერში გაავრცელა შეფასება, სადაც მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი, წერს აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსების მიერ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე და არჩევნების შემდეგ განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...