ედიშერ გვენეტაძე პაველ ჰერჩინსკიზე: ეს ელჩი არის ევროკავშირიდან “რევალუციის” მოსახდენად დანიშნული ინსტრუქტორი. გუშინ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები მასთან მივიდნენ. ესაუბრა, დაარიგა. უეჭველია თანხებიც გადასცა და წუხელისვე შეუდგნენ საქმის კეთებას

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებას ეხმიანება, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით”.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული ელჩი არის ევროკავშირიდან რევოლუციის მოსახდენად დანიშნული ინსტრუქტორი და გუშინ დაარიგა მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, როგორ მოახდინონ გადატრიალება 20 იანვრამდე ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე, ვინაიდან იციან, რომ შემდეგ უმძიმეს დღეში ჩავარდებიან.

„დაიწყეს გლობალური ომის პარტიიდან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება. ეს ელჩი არის ევროკავშირიდან “რევალუციის” მოსახდენად დანიშნული ინსტრუქტორი.

გუშინ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები მასთან მივიდნენ. ესაუბრა, დაარიგა. უეჭველია თანხებიც გადასცა და წუხელისვე შეუდგნენ საქმის კეთებას.
ჩქარობენ. აქ გადატრიალების მოხდენა უნდათ 20 იანვრამდე ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე. ვინაიდან იციან, რომ შემდეგ უმძიმეს დღეში ჩავარდებიან.
ამიტომ ქართველებო ყურადღებით“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...