29 ნოემბერი, პარასკევი, 2024
29 ნოემბერი, პარასკევი, 2024

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო.

მანამდე სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საშუალებები.

უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კერძოდ, სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის მონაწილეები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები