მამუკა მდინარაძე: მე რომ ოპოზიციის აქტივისტი ვიყო და ვიღაც მეუბნებოდეს, რომ სამასი ათასი ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში? რატომ არ არიან აქ ვერ ვხვდები

მე რომ ოპოზიციის აქტივისტი ვიყო და ვიღაც მეუბნებოდეს, რომ სამასი ათასი ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში?! რატომ არ არიან აქ ვერ ვხვდები, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

„წარმოიდგინეთ თქვენ რომ იყოთ ოპოზიციონერი აქტივისტი და დაგაჯეროთ ვიღაცამ, რომ სამასი ათასი ხმა გაგიყალბეს ელექტრონულ არჩევნებში. ეს რომ გაკადრეს უნდა გამოხვიდე გარეთ! რატომ არ არიან ეს ადამიანები გარეთ ვერ ვხვდები, სამასი ათასი ხმა რომ „გაყალბდა“, ამ სისულელეს სპეციალურად ვიმეორებ მათ ნარატივს, რომ ბევრჯერ მოხვდეთ ადამიანებს ყურში რას ამტკიცებენ.

ერთადერთი შემთხვევა იყო ჩაყრის მცდელობის, რაზეც დაკავებულია უკვე ადამიანი. ჩვენ მტკიცებულებები დავდეთ საქართველოს პროკურატურაში ხმების მოპარვის შესახებ. აქ რამდენიმე ათეულ ხმას შეეხება, რომელსაც „ქართულ ოცნებას“ ჰპარავდნენ, საბედნიეროდ ვერ მოახერხეს ეს მათ. ამ შემთხვევაში მცდელობაც დასჯადი ქმედებაა.

პირობითად წყალტუბოში რომ ცხოვრობდა ადამიანი და თბილისში შეიყვანეს „ნაცებმა“ თუ მათმა სატელიტებმა, კომისიის წევრებად, ამაზე დარწმუნებული ვარ აუცილებლად აგებს პასუხს ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა და მერე მოჰკითხონ თავიანთ ლიდერებს რატომ დაავალეს ასეთი სიბინძურის გაკეთება და ხმების მოპარვა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და თეატრებში რუსულ ენაზე ტოტალური კონტროლის...

„კიევის დრამატული თეატრის დირექტორისა და მხატვრული ხელმძღვანელის, ბოგდან ბენიუკის განცხადებები, სადაც ის „ჩაშვებასა“ და დასმენებს ითხოვს რუსული ენის გამოყენებისთვის, ასევე ჯარიმებისა და სამსახურიდან გათავისუფლების...