შალვა პაპუაშვილი: მივესალმები სამივე საკადრო გადაწყვეტილებას. ჩვენი კოლეგები, რომლებიც წლებია ამ სფეროებში არიან წინა ხაზზე, რა თქმა უნდა, გააძლიერებენ როგორც სამინისტროებს თავად, ასევე, ამ მიმართულებებს

მივესალმები სამივე საკადრო გადაწყვეტილებას, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენი კოლეგები, რომლებიც წლებია ამ სფეროებში არიან წინა ხაზზე, რა თქმა უნდა, გააძლიერებენ როგორც სამინისტროებს თავად, ასევე, ამ მიმართულებებს. ასე რომ მინდა აქედანვე მათ მივულოცო ნომინირება. პარლამენტი მზად არის განიხილოს მთავრობის შემადგენლობა და მიმდინარე კვირას დაამტკიცოს ახალი მთავრობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა წარადგინა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილი დაასახელა, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე კი – ანრი ოხანაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თემურ გასვიანი „ტვ პირველს“: მოვითხოვ გასწორდეს ჩემ შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია....

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, აღნიშნულ თანამდებობას თითქმის ერთი წელია აღარ ვიკავებ და იმ პერიოდში, როდესაც მინისტრის მოადგილე ვიყავი, კომპანიის დირექტორი არ ვყოფილვარ,...