ვახტანგ ჩოჩია: მმართველი გუნდი საზოგადოებას საქართველოს მომდევნო პრეზიდენტის კანდიდატურას მალე წარუდგენს

ქართულ საზოგადოებას მმართველი გუნდი საქართველოს მომდევნო პრეზიდენტის კანდიდატურას მალე წარუდგენს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა, ვახტანგ ჩოჩიამ.

მისი თქმით, თეორიულად შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტობის 10 კანდიდატი, თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდი მხოლოდ ერთ კანდიდატს დაასახელებს.

„საპრეზიდენტო არჩევნები გვექნება არაპირდაპირი წესით. პრეზიდენტს ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს, სამასი ხმოსანი მისცემს ხმას. ყოველ 30-ე კაცს ექნება ერთი კანდიდატის დასახელების შესაძლებლობა, შესაბამისად თეორიულად შესაძლოა 10 კანდიდატი ვიხილოთ, თუმცა მმართველი გუნდი პრეზიდენტობის ერთ კანდიდატს წარადგენს“, – აღნიშნა ჩოჩიამ

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თემურ გასვიანი „ტვ პირველს“: მოვითხოვ გასწორდეს ჩემ შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია....

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, აღნიშნულ თანამდებობას თითქმის ერთი წელია აღარ ვიკავებ და იმ პერიოდში, როდესაც მინისტრის მოადგილე ვიყავი, კომპანიის დირექტორი არ ვყოფილვარ,...