21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

თუკი ვინმესგან არის დასაცავი ქართველი ხალხის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“ – შალვა პაპუაშვილი 15 თებერვლის საკუთარ განცხადებას იხსენებს

ჩემი, 2024 წლის 15 თებერვლის განცხადება. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და იხსენებს საკუთარ, 15 თებერვლის განცხადებას, როდესაც იგი ამბობდა, რომ „თუკი ვინმესგან არის დასაცავი ქართველი ხალხის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“.

პაპუაშვილი 15 თებერვლის განცხადებიდან ამონარიდს აქვეყნებს:

„თუკი ვინმესგან არის დასაცავი ქართველი ხალხის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“.

გვახსოვს „ისფედის“ გაყალბებული „პარალელური დათვლა“ და შემდეგ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება, რომელიც გახდა საფუძველი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბოიკოტის და ცესკოზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის.

ჩვენ ვხედავთ დღესაც, რომ ამ „ენჯეოებს“ პირდაპირ აქვთ გაცხადებული საარჩევნო მიზანი, რომ მათ სურთ ხელისუფლების შეცვლა. სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა შარშან, შემოდგომაზე მაკკეინის ფონდის მიერ დაფინანსებულ კონფერენციაზე პირდაპირ პანელზე განაცხადა, რომ მათი მიზანია ხელისუფლების შეცვლა.

გარდა ამისა გვახსოვს 2022 წლის ივნისის აქცია, როცა ეს „ენჯეოები“ ცდილობდნენ არადემოკრატიული გზით დაემხოთ ხელისუფლება და თავად ყოფილიყვნენ მთავრობის დაკომპლექტებაში”.

ავტორი:

ბოლო სიახლეები