ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფების მიმართ ბულინგისა და მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებს აფასებს. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი ამაზრზენი იყო.
„7 ნოემბერი რომ სწყურიათ და სისხლის რომ გადმოსდით თვალებიდან, აბსოლუტურ უმრავლესობას, ვინც იქ დგას, თავიანთი ლიდერშიპით, სწორედ მაგიტომ არიან მილევად რეჟიმში. გუშინ რაც იყო, ეს არის მათი სახე. თუ რაიმე სამართლებრივი პასუხია გასაცემი, აუცილებლად უნდა გაეცეს. ხოლო რაც შეეხება ამის მორალურ შეფასებას, ამაზრზენი იყო ეს ყველაფერი“, – განაცხადა კირცხალიამ.
ტელეკომპანია „იმედმა“ 19 ნოემბრის საღამოს უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა – გისურვებთ 7 ნოემბერს.