21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ზურაბ ქადაგიძე: სამარცხვინო “ტვ პირველი”, იაკობ გოგებაშვილს ივანე ჯავახიშვილისგან ვერ ასხვავებს – თუმცა, რა გასაკვირია, ფაშისტი ბავშვების და მათი პატრონებისგან გოგებაშვილს, ჯავახიშვილისგან ვერ არჩევდნენ?

ტელეკომპანია პირველი, თქვე საცოდავებო, ჟურნალისტმა არ იცის ჯანდაბას, პროდიუსერი მაინც არ გყავთ “მასტერკა” ტვინი, რომ ჰქონდეს, ან ნოდარა მელაძეს მაინც ეთქვა რომ ჯავახიშვილი კი არა, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტია?! – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რომელიც “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი მიხეილ ჯავახიშვილის ბიუსტად არის მოხსენიებული.

მისი თქმით, გასაკვირი არ არის “ფაშისტი  ბავშვების” და მათი პატრონებისგან, რომ გოგებაშვილს და ჯავახიშვილს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ, მთავარია, რომ მიხაილ როთსა და გვარამიას შორის რა სხვაობაა, ის იციან.

“სამარცხვინო “ტვ პირველი”, იაკობ გოგებაშვილს ივანე ჯავახიშვილისგან  ვერ ასხვავებს!

ტელეკომპანია პირველი, თქვე საცოდავებო, ჟურნალისტმა არ იცის ჯანდაბას, პროდიუსერი მაინც არ გყავთ “მასტერკა” ტვინი, რომ ჰქონდეს, ან ნოდარა მელაძეს მაინც ეთქვა რომ ჯავახიშვილი კი არა, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტია?!

თუ ნოდარაც ისეთივე იმბეცილია, როგორც ამ სიუჟეტის ავტორები?

თუმცა,  რა გასაკვირია, ფაშისტი ბავშვების და მათი პატრონებისგან გოგებაშვილს, ჯავახიშვილისგან ვერ არჩევდნენ?

მთავარია მიხაილ როთსა და ნიკა გვარამიას შორის რა სხვაობაა  ის იციან?!

ამიტომაც ხართ ქაჯები, მთელი ქართული “ლიბერ-ელიტა”, კისრამდე ნეხვში ხართ და თვითკმაყოფილი გამომეტყველებით ყვინთაობთ.

მიდი, ეგრე გააგრძელეთ.” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები