პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი რადიკალური ოპოზიციის აქციაზე, მხარდამჭერების მხრიდან „იმედის“ გადამღები ჯგუფების მიმართ განხორციელებულ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებს გამოეხმაურა.
„ახალგაზრდა გოგონას, ოპერატორს ამწყვდევენ კედელთან და არ აძლევენ საშუალებას, შეასრულოს თავისი პროფესიული მოვალეობა. ეს არ არის მხოლოდ კანონის დარღვევა, ეს არის სახე იმ ადამიანების, რომლებიც იჩემებენ, ევროპული საქციელის მაღალ სტანდარტს და რეალობაში სჩადიან დანაშაულს, რომელსაც ჰქვია დესტაბილიზაციისთვის სიტუაციის მზადება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„იმედმა“ გადამღები ჯგუფებისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირებისთვის საგამოძიებო სამსახურს მიმართა.









