21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

“26 მაისის” და “7 ნოემბრის” სასტიკი, სისხლიანი დარბევის შემოქმედი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი: “მინდა, იმ წარმოუდგენელ, საზარელ მიდგომას მინდა გამოვეხმაურო, როდესაც დილით, ადრე ჩვენი თანამებრძოლები, მეგობრები დაარბიეს””მინდა, იმ წარმოუდგენელ, საზარელ მიდგომას მინდა გამოვეხმაურო, როდესაც დილით, ადრე ჩვენი თანამებრძოლები, მეგობრები დაარბიეს”

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვამდე განაცხადება გააკეთა.

ოპოზიციონერი ლიდერი  გამოეხმაურა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე პროცესებს.

მისი განცხადებით, ყველამ, ვისაც „ესმის რა ხდება დღეს საქართველოში, მისი საკუთარი უფლება ქუჩაში უნდა დაიცვას“.

„უპირველესად, მინდა, იმ წარმოუდგენელ, საზარელ მიდგომას მინდა გამოვეხმაურო, როდესაც დილით, ადრე ჩვენი თანამებრძოლები, მეგობრები დაარბიეს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ, ყველა ვიყოთ მობილიზებულები ამ გაყალბებული, წარმოუდგენელი სიტუაციის ფონზე, კვლავ სასამართლოში სიარული გვიწევს. რამდენიმე დღის წინ პროკურორმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი განცხადებების საფუძველზე, როდესაც ვაცხადებ, რომ არჩევნები გაყალბებულია, სასამართლოში მიბარებენ. გუშინ მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა. ჩემთვის ეს პროცესი არის წარმოუდგენლად აბსურდული, სასაცილო, კომიკური. განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც მოქალაქეებს და ადამიანებს უკეთებენ დარბევისას. არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყანა, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ არჩევნებს არ აღიარებს. მე, ოპოზიციის წარმომადგენელს სასამართლოში მიბარებენ – ეს არის სრული აბსურდი. ეს იმ რეჟიმის გაგრძელება და მახინჯი ფორმაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მე შევასრულე ჩემი ვალდებულება, მოვედი სასამართლოში, რაც ვიცი ყველაფერს ვეტყვი სასამართლოს, მაგრამ არც სასამართლოს, არც პროკურატურის და ზოგადად, არცერთი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის იმედი ნამდვილად არ მაქვს, ისევე როგორც საქართველოს არცერთ მოქალაქეს. ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ესმის რა ხდება დღეს საქართველოში, მისი საკუთარი უფლება უნდა დაიცვას ქუჩაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა დეკანოიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები