ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე: ნამდვილი ავტოკრატი პრეზიდენტი სწორედ ასეთია – მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა სწორი, ხოლო ყველა სხვა კვალიფიციური ინსტიტუტების პოზიცია გვერდით უნდა გადაიდოს

ნამდვილი ავტოკრატი პრეზიდენტი სწორედ ასეთია – მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა სწორი, ხოლო ყველა სხვა კვალიფიციური ინსტიტუტების პოზიცია გვერდით უნდა გადაიდოს, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ შედგა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს უნდა გავახსენოთ, რომ მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილება საბედნიეროდ, მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

„პრინციპში, სალომე ზურაბიშვილის „კომპეტენცია“, მისი ცოდნა იურისპრუდენციაში, ლოგიკა და გადმოცემის უნარი ისეთი დიადი და მასშტაბურია, რომ არჩევნების შეფასების მხოლოდ მისეულ შეჯამებას უნდა ვენდოთ.

ნამდვილი ავტოკრატი პრეზიდენტი სწორედ ასეთია – მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა სწორი, ხოლო ყველა სხვა კვალიფიციური ინსტიტუტების პოზიცია გვერდით უნდა გადაიდოს…

მოდით აქვე გავახსენოთ, რომ მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილება საბედნიეროდ, მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს“, – წერს ნინო წილოსანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზურაბ ქადაგიძე: 5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და,...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. დეპუტატის თქმით, პოლიტიკური სივრცე ჯანსაღმა, ხალხის...