მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილზე: სამსახურში, ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ მოგწონთ ხელფასი და ევროპებში სიარული – მოითხოვეთ ხელახალი არჩევნები, იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

დეპუტატი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ „სამსახურში, ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ მოგწონთ ხელფასი – მოითხოვეთ ხელახალი არჩევნები, იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც“.

„მოკლედ და კონკრეტულად!! სამსახურში, ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ ძალიან მოგწონთ ხელფასი, ევროპებში სიარული და ,,კაი ცხოვრება” – მოითხოვეთ ხელახალი არჩევნები, იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც” – წერს მაია ბითაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვია და აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მსმენელებსა...