21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

კულტურის მინისტრი ოზურგეთის თეატრს ეწვია

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე განაგრძობს დარგში არსებული ორგანიზაციების მონახულებას. ამჟამად იგი ეწვია ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თეატრის დირექტორ ზაზა ჯინჭარაძესთან ერთად თეატრის შენობა დაათვალიერა და ხელმძღვანელ პირებსა და თეატრის თანამშრომლებს სამინისტროს სახელით მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

2021 წელს, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ოზურგეთში გაიხსნა ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერა – ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

კულტურული ძეგლის რეაბილიტაციისას სრულად გარემონტდა თეატრის დიდი და მცირე სცენა, სარეპეტიციო ოთახები, გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, რადიოთეატრი, მოეწყო სამუზეუმო სივრცე და სხვა.

თეატრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. თეატრი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები