პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავს

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით დარჩია, სოფელ ბოხვაურის და შემოქმედის მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ მოქალაქეთა საჭიროებებს, ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„ჩვენს თანამოქალაქეებთან ვისაუბრეთ მშვიდობის და უსაფრთხოების როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ოზურგეთში ჩვენი ხელისუფლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე. 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ! მადლობას ვუხდი მოსახლეობას მხარდაჭერისთვის! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მერის მოადგილე და პარტიის გურიის რეგიონული კოორდინატორი გიორგი ღურჯუმელიძე.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი,...

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტია ოკუპირებული: ნუ, ჩვენ ვიცით, ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია მაჩვენებელი —...

ირაკლი კობახიძე: არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები –...

ჩვენ არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, მოლაპარაკებები - არც ევროკავშირთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც გამოხატა ღვინის თემაზე რუსეთის...

რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით და ეს წითელი ხაზები არასდროს გადაკვეთილა, - განაცხადა გადაცემაში...

ირაკლი კობახიძე: 28 ნოემბრის აქციაზე შესაძლოა, ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, გულწრფელობა...

გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი, და ეს ადამიანები, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ავანტიურისტობით და...