21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაში – Web Summit 2024 მონაწილეობს

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – Web Summit 2024 მიმდინარეობს.

ღონისძიებაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული სტენდია წარმოდგენილი.

მიმდინარე წელს საქართველოს მთავარი მესიჯია Start up in Georgia / Invest in Georgia, რომელიც შემუშავდა სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის, სერვისების ინტერნაციონალიზაციის, IT სექტორის პოპულარიზაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის წარმოჩენის მიზნით.

Web Summit 2024-ს 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები