14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუდაპეშტში გამართული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთისთავმჯდომარეობის ფარგლებში მაღალი დონისკონფერენცია გაიმართა, რომელიც ეფექტიანისამართალშემოქმედებითი საქმიანობისუზრუნველყოფის თემას ეძღვნება. კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილებექა ძამაშვილი მოხსენებით გამოვიდა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოსდამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგკანონშემოქმედებითი საქმიანობისგანვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციისპარალელურად საქართველოს კანონმდებლობისევროკავშირის სამართალთან დაახლოებისპრაქტიკაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდაკანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოებისჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე, მტკიცებულებებსა და ანალიზზე დაფუძნებულიმიდგომების დამკვიდრებაზე, რასაცუზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციისსამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედიუწყებათაშორისი კომისიები დასამეცნიეროაკადემიური საბჭო.

ბექა ძამაშვილმა ევროპელ კოლეგებსთანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნურიინტელექტის დანერგვის ქართული გამოცდილებაგაუზიარა და ამ მიმართულებით საქართველოსიუსტიციის სამინისტროს მიერ უახლოესმომავალში განსახორციელებელი აქტივობებიგააცნო.

ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობასიღებენ ევროკავშირის წევრი და ევროკავშირისწევრობის კანდიდატი ქვეყნების იუსტიციისსამინისტროების ხელმძღვანელები, მაღალიდონის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები