ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის ტურისტული პოტენციალს ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ღვინის ტურიზმის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს მასპინძლობს.

ბორის ფიშმენი, ნიკოლას ტეილორი ტრიოლო და რონდა რანდოლფი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და ქართული ღვინისშესახებ

სხვადასხვა ამერიკული გამოცემებისთვის, მედიაპლატფორმებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ.

პრესტურის მონაწილეები გაეცნენ თბილისს, დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, დაათვალიერეს მცხეთა. ამერიკელი ჟურნალისტები კახეთში, წინანდლის მამულებში კინოსა და ღვინისსაერთაშორისო ფესტივალს Winecast დაესწრნენ.

ფესტივალის მიზანია ქართული ღვინისა და კულტურისპოპულარიზაცია.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასები, რომლებსაც ქართველი და უცხოელი სომელიეებიგაუძღვნენ.

პრესტურის მონაწილეები ფესტივალის შემდეგ კარდანახს, ვაზისუბანს და ნატახტარს ესტუმრნენ და გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოსა და ღვინოს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...